ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ დედაენის დღეს შთამბეჭდავი ნამუშევარი მიუძღვნა 
14-04-2022
ოზურგეთის N2 სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას. სკოლის პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ წარმოაჩინონ თითოეული მოსწავლის ნიჭი. 

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ოზურგეთის N2 სკოლის 8 წლის მოსწავლემ, ილია ზედგინიძემ დედაენის დღესთან დაკაშირებით საოცარი ნამუშევარი შექმნა.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, 14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

გთავაზობთ მოსწავლის ნახატს:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203