
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის მოსწავლეთა საკალათბურთო გუნდმა ტურნირზე საპრიზო ადგილი დაიკავა.
გუნდმა ომარ (ივანე) ავალიანის სახელობის ტურნირზე ღირსეულად იასპარეზა და მე-2 ადგილის მოპოვება შეძლო.
სკოლა ულოცავს მოსწავლეებსა და მათ მწვრთნელებს გოგა კირკიტაძესა და გაგა მასხარაშვილს.
„პროგრესელები თასითა და დიპლომებით ეროვნული ლიგის მოთამაშეებმა დააჯილდოვეს. ვულოცავთ ამ წარმატებას ჩვენს პროგრესელებსა და მათ მწვრთნელებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: