
ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ მეათე კლასის მოსწავლეებმა გერმანელ სტუმარს უმასპინძლეს.
მოსწავლეებმა სტუმრას საქართველო, ქვეყნის კულტურა და ტრადიციები გერმანულ ენაზე წარუდგინეს. შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში კომუნიკაციის, გერმანულ ენაზე საკუთარი აზრის გამოთქმის უნარ-ჩვევების გამომუშავება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება იყო.
მეათე კლასის მოსწავლეები გერმანელ სტუმარს პედაგოგ სოფო ბექაურთან ერტად უმასპინძლეს.
„PBL პროექტის ფარგლებში, X კლასის მოსწავლეებმა უმასპინძლეს გერმანელ სტუმარს და გერმანულ ენაზე წარუდგინეს მას თავიანთი სამშობლო, კულტურა და ტრადიციული კერძებიც დააგემოვნებინეს!
აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა ძალიან კარგი კომუნიკაცია დაამყარეს სტუმართან გერმანულ ენაზე და სკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენეს რეალურ ცხოვრებაში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.