ქუთაისის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის ზღაპრულ სამყაროში „იმოგზაურეს“
14-04-2022

ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება.

ამჯერად, 13 კლასის მოსწავლეებმა ანბანის დასწავლის დასრულება საინტერესო აქტივობით აღნიშნეს. მათ ქართული უნიკალური დამწერლობის ლაბირინთებში დიდი ინტერესით იმოგზაურეს და ეს მოგზაურება, ზღაპარში მოგზაურობას დაამსგავსეს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ „წითელქუდამ მიუტანა ქუთაისის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებს ანბანი“ და ეს ჯადოსნური გაკვეთილი მათ კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203