
აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით ვიქტორინა- კონკურსი გაიმართა.
ვიქტორინაში - „ვინ უკეთ იცის მშობლიური ენა“ V და VI კლასის მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობდნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს და ქართულ ენაში თავიანთი ცოდნა გამოავლინეს.
კონკურსში მე-6ა კლასის გუნდმა - „არგონავტები“ გაიმარჯვა. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქარი გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: