„მე მიყვარს ქართული ენა“ - აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
14-04-2022
აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღონისძიება „მე მიყვარს ქართული ენა“ მიეძღვნა.
მოსწავლეებმა მინი პიესა „ქართული ენა - ღმერთის ენაა“ წარმოადგინეს, იცეკვეს, ცნობილ მწერალთა და პოეტთა გამონათქვემები წარმოთქვეს.
დაწყებით კლასებში კალიბგრაფიის კონკურსი „ქართული ხელის ჩუქურთმა“ გაიმართა, ხოლო მე-10 კლასის მოსწავლე ლიზი ბენდელავამ მონაკვეთები ვეფხისტყაოსნიდან წაიკითხა.
მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
„მოსწავლეებმა შეარჩიეს მეცნიერთა, პოეტთა და მწერალთა გამონათქვამები და წარმოადგინეს ლიტერატურული კოლაჟის სახით. შესრულეს ქართული ხალხური ცეკვები“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს