
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ტაბაკინის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ბავშვებიც დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებასა თუ სხვადასხვა ღონისძიებაში.
ტაბაკინის საჯარო სკოლის II და III კლასების მოსწავლეებმა გაზაფხულის შემობრძანება ღონისძიებით აღნიშნეს და არც საგაზაფხულო დღესასწაულები დავიწყებიათ. პატარებმა უსაყვარელს დამრიგებლებს, ტაბაკინის საჯარო სკოლის პედაგოგიურ საზოგადოებას და თავის დედიკოებს 8 მარტიც მიულოცეს, საოცარი ლექსები, სიმღერები მიუძღვნეს და დამსწრე საზოგადოებას უდიდესი სიყვარული გაუზიარეს.
ეს დღე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ტაბაკინის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დიდხანს ემახსოვრებათ - ღონისძიებაზე გაზაფხულის თბილი სურნელი იფრქვეოდა.