ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეს საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
მოსწავლეებს მასწავლებელი ამ დღის შესახებ ესაუბრა, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა და მათი ცოდნის გაღრმავებაზე იზრუნა.
მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
აქტივობების მიზანი მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება იყო.
იხილეთ ფოტოები: