მესხეთის საჯარო სკოლის V კლასში დედაენას გაკვეთილი მიეძღვნა
14-04-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლის V კლასში დედაენას გაკვეთილი მიეძღვნა. 

გაკვეთილი ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა და ის ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა. 

მოსწავლეებს მასწავლებელი ქართული ენის შესახებ ესაუბრა, რის შემდეგაც მათ ნამუშევრები შექმნეს. გაკვეთილის მიმდინარეობამ წარმატებით ჩაიარა.

„გაკვეთილი საინტერესო იყო. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებში.
მადლობა ნაზი მასწავლებელს. მოსწავლეებს - წარმატებები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203