გორაბერეჟოულის სკოლის მოსწავლეები თავიანთი საყვარელი სასმელის მომზადების პროცესს გაეცნენ
12-03-2018
გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ზედაზენის“ ქარხანას ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ექსკურსიის მსვლელობისას დაათვალიერეს ქარხანა, რომელიც ევროპული წარმოების ყველაზე თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი.
ბავშვები ასევე ლიმონათისა და ცივი ჩაის მომზადების, ჩამოსხმისა და დაფასოების პროცესს დაესწრნენ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო იმის ნახვა, თუ როგორ ამზადებენ მათ საყვარელ ტკბილ სასმელს, ლიმონათს.
ექსკურსიის ბოლოს, მოსწავლეებმა კომპანიისგან საჩუქრებიც მიიღეს და სურვილი გამოთქვეს ქარხნის მეორედ მონახულების. სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის კომპანიის წარმომადგენლობას ამ დასამახსოვრებელი დღისთვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია