ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
14-04-2022

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. 

მოსწავლეთა თვითმართველობის წევრებმა სკოლის კოლექტივს ქართული ენის დღე ფლაერებით მიულოცეს. VIII2 კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი და ქართული ოთხთავების შესახებ ხელნაწერი წიგნი დაამზადეს. ყველა კლასში ისაუბრეს „ქართული ენის თავგადასავალის“ შესახებ.

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„ყველა კლასში ჩატარდა ლექცია-საუბრები: სახვითი ხელოვნების პედაგოგის მოერ მოეწყო კალიგრაფიის კონკურსი, რომლის შედეგები შეაფასა ჟიურიმ.სიგელებით დაჯილდოვდნენ I, II და III ადგილზე გასული მოსწავლეები. ჩატარდა ლიტერატურული დილა: „ტკბილი და ბაგეთაფლული ქართული". დაწყებითი კლასის პედაგოგებმა ჩაატარეს ღია გაკვეთილები და განახორციელეს საინტერესო აქტივობები“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203