მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენას კედლის გაზეთი მიუძღვნეს
14-04-2022
დედაენის დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში კვირეული მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მე-8 კლასში ჩატარდა გაკვეთილი კომპლექსური დავალების მიმართულებით - „ვიქტორინა მეტყველების ნაწილების შესახებ“.
მოსწავლეებმა, უსაყვარლესი პედაგოგის, ინგა დარსაველიძის დახმარებით დაამზადეს კედლის გაზეთი, სადაც ამოიკითხავდით საინტერესო ფაქტებს ქართული ენის ისტორიიდან; ასევე მოაწყვეს ბლიც-შეკითხვების კონკურსი და გაარჩიეს ზმნები.
აქტივობაში მონაწილება ბავშვებისთვის საინტერესო აღმოჩნდა - მათ კიდევ ერთხელ იმოგზაურეს უნიკალური ქართული ენის ისტორიულ ლაბირინთებში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს