ქედის მუნიციპალიტეტის, აქუცის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მმდინარეობს, პროფესიონალი პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, მოსწავლეები კი დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და სხვადასხვა ღონისძიებაშიც აქტიურად მონაწილეობენ.
14 აპრილს, აქუცის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით შთამბეჭდავი ღონისძიება ჩატარდა. ორგანიზატორი გახლდათ აქუცის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ბოლქვაძე, დირექტორი ნონა დავითაძე კი თავად ღონისძიებას ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას და კიდევ ერთხელ, იმოგზაურეს მშობლიური ენის ისტორიულ ლაბირინთებში.