დარლა ზალიკიანი, მაღლაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე, საქართველოს ჩემპიონი გახდა
14-04-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღლაკის N2 საჯარო სკოლა მუდმივად ზრუნავს, ადგილობრივი მოსწავლეები იყვნენ წარმატებულები განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ ბავშვებსაც, სპორტსა და თუ სახელოვნებო სფეროში მიღწეული შედეგებით, მშობლიური სკოლის სახელი როგორც მუნიციპალიტეტის, ისე ქვეყნის მასშტაბით გააქვთ.

ამჯერად დარლა ზალიკიანის შესახებ გიამბობთ, რომელიც მაღლაკის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა და რომელიც, ტრავმის მიუხედავად, უკვე მეოთხედ გახდა ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

„წინ უფრო დიდი და რთული გზა ელის! ულევ წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ჩემპიონს!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203