„ენა დედაა ერისა“- უჩამბის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს
14-04-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძებაში „ენა დედაა ერისა“ უჩამბის საჯარო სკოლისა და შუახევის სახელოვნებო სკოლოს უჩამბის ფილიალის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მათ აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ლექსები და სიმღერები შეასრულეს. ღონისძიების მიმდინარეობაში საფორტეპოანო და ხალხურ საკრავთა ორკესტრი მონაწილეობდა. 

ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სახელოვნებო სკოლისა და უჩამბის საჯარო სკოლის თანამშრომლები და მშობლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203