გულგულის საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია გაიმართა
14-04-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში შაბათობა გაიმართა.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დიდი მონდომებით დაასუფთავეს. მათ გარემო მოაწესრიგეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან და ასწავლიან, რომ მას უნდა გაუფრთხილდნენ. მათ მაგალითს მასწავლებლები ყოველდღიურად აძლევენ, სწორედ ამის მაჩვენებელია სკოლაში გამართული შაბათობაც.