
წალკის N2 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება ზრუნავს მოსწავლეების მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და ისტორიული მნიშვნელობის თარიღებს სხვადასხვა საინტერესო სასკოლო აქტივობებს უძღვნიან.
დედაენის დღესთან დაკავშირებით, წალკის N 2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სხვადასხვა ღონისძიება ჩაატარეს, გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, გამოფინეს ნახატები, შეასრულეს სიმღერები და ლექსები, ღონისძიების დასასრულს კი ბავშვებმა მიიღეს სიგელები.
დედაენის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში მონაწილეობა პატარებისთვის სახალისო და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: