დაშბაშის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
15-04-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში დედაენის დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლაში ჩატარდა კონკურსი „ქართული კალიგრაფია“, რომლის მიზანი მოსწავლეებში ხელით წერის კულტურის განვითარება იყო. 

კონკურსში მონაწილე მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, 14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203