„არა ომს! მშვიდობა ბავშვებს!“ - წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების გზავნილი მსოფლიოს
15-04-2022
წალკის N2 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგებთან ერთად, მუდმივად ზრუნავს მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე. დღეს, წალკის N2 საჯარო სკოლელებმა იციან, რომ უკრაინაში ომია, რომელსაც ბავშვების სიცოცხლე ეწირება და საკლასო აქტივობებით, სწორედ ომის წინააღმდეგ გამოთქვეს პროტესტი.

„არა ომს! მშვიდობა ბავშვებს!“ - ეს გახლდათ დევიზი, რომლიც მოსწავლეების მიერ შესრულებულ თითოეულ ნამუშევარს ლაიტმოტივად გასდევდა. აქტივობა კი მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა უსაყვარლესი დამრიგებლების - ციური სურმანიძისა და თამილა არღვლიანის ხელმძღვანელობით განახორციელეს.

ესაა გზავნილი მსოფლიოს წალკის N2 საჯარო სკოლიდან, სადაც იციან მშვიდობის ფასი, ომის სისასტიკეც და ისიც, რომ ბავშვებს სწორედ მშვიდობა სჭირდებათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203