წალკის მუნიციპალიტეტის, დაშბაშის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობა, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების მხარდამხარ, ყველაფერს აკეთებს, ადგილობრივი მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში, მუშაობენ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით და საერთაშორისო მნიშვნელობის თაღირებსაც საინტერესო აქტივობებით ეხმაურებიან.
დაშბაშის საჯარო სკოლაში 14 აპრილს განახორციელეს პროექტი - „2021 წლის 5 ივნისი - გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე“, რომელიც წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გახლდათ ორგანიზებული.
ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, მათ საკუთრი ხელით შექმნეს პოსტერები, ვრცლად ისაუბრეს გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობაზე, განათავსეს ნაგვის ურნები და კიდევ ერთხელ, შეახსენეს თანატოლებს, რომ გარემოს გაფრთხილება სჭირდება.