რუსთავის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიხსნა
14-04-2022
აკაკი წერეთლის სახელობის რუსთავის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა. ბავშვებისთვის სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლაში მე-5 კლასელ, გიორგი აბულაშვილისა და მე-11 კლასელ, ჯული ხაჩიძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგებსა და მოსწავლეებს ნიჭიერი მოსწავლეების ნახატების დათვალიერების შესაძლებლობა 20 აპრილამდე ექნებათ.