როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები ძლიერი ქარის დროს?- ჭანიეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ბუკლეტები შექმნეს
14-04-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. პედაგოგები სასწავლო პროცესის მრავალფეროვნებისთვის არაერთ აქტივობას მიმართავენ, რაც თავის მხრივ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად მესამე კლასის მოსწავლეებმა თემატური საინფორმაციო ბუკლეტები შექმნეს. აქტივობა ბუნების მოვლენებს უკავშირდებოდა. პატარებმა დაამზადეს ნახატები და ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები ძლიერი ქარის დროს. აქტივობა მოსწავლეებისთვის საინტერესო და ინფორმაცული იყო და ის ამავე დროს, მათ შემოქმედებითი უნარების განვითრებას უწყობდა ხელს.