ხირსის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს
14-04-2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს და ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა აღნიშნეს. 

მოსწავლეები ღონისძიებაში შემართებით ჩაერთნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

​„ღირსსახსოვარ თარიღებს რა გამოულევს ქართველ ერს. ტრაგიკულიც არის და საზეიმოც ეს თარიღები. 1978 წლის 14 აპრილი ჩვენს ისტორიას ყოველთვის დაამშვენებს, როგორც დღე ქართული ენის სახელმწიფოებრიობის კონსტიტუციურად განმტკიცებისა.

მშობლიურ ენაზე სანუკვარი არა გააჩნია რა ქართველ კაცს, აკი მის დასაცავად, თავი არ დაუზოგავს არასოდეს და ჭეშმარიტად ასე იქნება ყოველთვის...

დაე, ქართული ენის მადლი ჰფარავდეს საქართველოს აწმყოსა და მომავალს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203