ქუთაისის N21 სკოლის მოსწავლეებს პედაგოგმა, ეკატერინე კაკაბაძემ საინტერესო საგანმანათლებლო თამაში შესთავაზა
14-04-2022
ქუთაისის N21 საჯარო სკოლა პროფესიონალი და მოსწავლეებზე მზრუნველი პედაგოგებით არის სავსე. თითოეული მათგანის მთავარი მოწოდებაა ბავშვებს სწავლა განათლებისთვის ყველა საჭირო პირობა შეუქმნას და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები შესთავაზოს.

სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგი ეკატერინე კაკაბაძეა, რომელიც მოსწავლეებს მუდამ საინტერესო აქტივობებს სთავაზობს. მასწავლებელმა VI კლასის მოსწავლეებს ორიგინალური, საკლასო გარემოზე ადაპტირებული საგანმანათლებლო თამაში შესთავაზა, რომელშიც ბავშვები დიდი ხალისით ჩაერთნენ.

„ქალბატონი ეკატერინე კაკაბაძე საქმიანი თვისებების, პროფესიაში წარმატებული, მაღალკომპეტენტური პედაგოგია. მაღალი რეპუტაციის, თანამედროვე ცოდნის, გაკვეთილის ნაირფეროვანი მოდელების ეფექტურობით, მოსწავლეზე მორგებული სასწავლო პროცესით, სწავლა- სწავლების პროცესში სხვადასხვა კომპეტენციის განვითარებით. სკოლაში საინტერესო აქტივობებისა და ღონისძიებების ავტორი.

VI კლასში დიდი ინტერესით, მიზანდასახულობითა და მაღალი მზაობით ჩატარდა სატელევიზიო ფორმატის ორიგინალური თამაშის „წიგნების თაროს“ ანალოგიური, საკლასო გარემოზე ადაპტირებული საგანმანათლებლო თამაში. VI კლასის მოსწავლეები ერთმანეთს: ლიტერატურასთან, პერსონაჟებთან, ნაწარმოებებთან, მწერლებთან, პოეტებთან ციტატებთან, ეკრანიზაციასთან დაკავშირებული ხვადასხვა ელემენტის გამოცნობაში შეეჯიბრნენ. 9 რაუნდისაგან შემდგარ თამაშში მოსწავლეებმა დაამტკიცეს, რომ მათ უყვართ მხატვრული ნაწარმოებების კითხვა, შეუძლიათ დამოუკიდებლად აზროვნება, აქვთ მაღალი სააზროვნო უნარები, სიღრმისეულად იაზრებენ ნაწარმოებებს, კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედებენ ადეკვატურად, არიან ორგანიზებულები, კრეატიულები.. დაძაბული კონკურენციის ფონზე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. აღნიშნული აქტივობა დასტურია იმისა, რომ მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და ინტერესებს საზღვარი არა აქვს.

წარმატებები ქალბატონ ეკატერინესა და მის მოსწავლეებს!“, - აღნიშნული სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203