
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საგანმანათლებლო ღონისძიებით აღნიშნეს.
დედაენის დღესთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თინათინ წიწილაშვილმა მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეებს სახალისო აქტივობა „სიტყვობანა“ შესთავაზა. მოსწავლეებმა სიტყვების გამოცნობა ითამაშეს.
მოსწავლეებმა ამ აქტივობით გაიხსენეს ნასწავლი მასალა და განივითარეს კოგნიტური უნარები.
„მთლიანობაში აქტიურად და სახალისოდ ჩაიარა საგაკვეთილო პროცესმა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: