ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები ზრუნავენ მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნასა და მათთვის საინტერესო აქტივობებით სწავლის მოტივაციის ამაღლებაზე.
სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად, კორტანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება ქართული ენის დღეს მიუძღვნეს.
„დედაენის დღის აღსანიშნავად, კორტანეთის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება: „ენა, ბურჯია ერისა!“ - დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მშობლიურ ენას მიუძღვნეს ლექსები და სიმღერები. ირგვლივ ხალისიანი, შემოქმედებითი და ბედნიერი გარემო სუფევდა. მადლობა ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებს მადონა ლილუაშვილს, ინგა შოთაშვილს, მესამე კლასის დამრიგებელ თეა დევაძეს და მუსიკის მასწავლებელს ინგა ვეფხვაძეს ამ ღირსშესანიშნავი დღის გალამაზებისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: