
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, ხელოვნების მასწავლებელი თეა გოგოლიძე მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს.
ამჯერად, სკოლაში, ქართული კულტურის წარმოსაჩენად, შიდასასკოლო გამოფენა მოეწყო.
მოსწავლეებმა ნამუშევრები დედაენის დღესა და აღდგომას მიუძღვნეს. ბავშვებმა გამოიყენეს მრავალფეროვანი მასალა და ტექნიკა. მათი ნამუშევრები შთამბეჭდავი სანახავია.
იხილეთ ფოტო: