ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეები ენის, რწმენისა და მამულის სადარაჯოზე
14-04-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვან თარიღებსა თუ მოვლენებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა ერთმანეთს 14 აპრილი მიულოცეს. ბავშვებმა, ერის უდიდესი მონაპოვარი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ასევე, პირობა დადეს, რომ ენის, რწმენისა და მამულის სადარაჯოზე მუდამ იქნებიან.
„როგორც ილია იტყოდა - „ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა. მაგას კაცი ცოდვილი ხელით არ უნდა შეეხოს“. ენისა და მამულის სიყვარული და დაცვა დღევანდელ დღეს განსაკუთრებულ ვალდებულებებს გვაკისრებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის