„ჩემი ილუსტრირებული ანბანი“ - ქვედა ბახვის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
14-04-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა მორიგი საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს. 

საანბანო პერიოდი სამიზნე ცნება: დეკოდირება, კოდირება. კომპლექსური დავალება: „ჩემი ილუსტრირებული ანბანი“. 

საინტერესო აქტივობებით გაჯერებული დავალება მოსწავლეებს პედაგოგმა, რაისა ქონიძემ შესთავაზა. 

მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება ბრწყინვალედ შეასრულეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203