
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მადონა ზოიძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „არა ომს უკრაინაში“ ჩაატარეს.
მოსწავლეებმა რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე პოსტერები და პლაკატები დაამზადეს და გამოფენა მოაწყეს.
მოსწავლეები გმობენ ომს და უკრაინასა და მსოფლიოს მშვიდობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: