„იაკობი და დედა ენა“ - კალის საჯარო სკოლის მოსწავლეების საინტერესო ღონისძიება
14-04-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის კალის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მნიშვნელოვან აქტივობებს ახორციელებენ.
ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, კესო ქობალიას ხელმძღვანელობით იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „იაკობი და დედა ენა“ პრეზენტაციის თანხლებით ჩაატარეს.
მოსწავლეებმა დედა ენის ავტორის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს, წაიკითხეს ლექსები და მოთხრობების პერსონაჟები განასახიერეს.
შესწავლილი თეორიული მასალის ვიზუალური ეფექტით გამყარება და პრეზენტაციის ფოტოსურათებით, ნახატებით, ილუსტრაციების სახით წარმოდგენა მოსწავლეებისათვის განსაკუთრებულად ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან ამ ფორმამ ვიზუალური ეფექტით გაამყარა მათ მიერ თეორიულად შესწავლილი მასალა.
მოსწავლეებმა დახვეწეს ისეთი სოციალური უნარები, როგორიცაა: ერთობლივი (ჯგუფური) მუშაობა, სხვისი აზრის პატივისცემა, აქტიური მოსმენის ტექნიკა. განუვითარდათ სემიოტიკური უნარი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამჭოლი კომპეტენციაა.
ღონისძიება ღია იყო, რომელსაც სასკოლო საზოგადოება და თემის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ხელმძღვანელს - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს კესო ქობალიას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის