
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად სკოლაში ჩატარდა ტური სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. მისი თემა გახლდათ -„სანაპიროზე“.
მოსწავლეები კონკურსში ინტერესით ჩაერთვნენ და შესაძლებლობები გამოავლინეს.
„საკუთარი ნიჭი სკოლის უნიჭიერესმა, ნორჩმა თაობამ შესანიშნავად წარმოაჩინა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: