„ბუნების დიდი მესაფლავეები“ - თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში შემაჯამებელი კომპლექსური დავალება ჩატარდა
14-04-2022
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სასკოლო პროექტის - „გარემოს დაცვა“ მე-7 კლასში შემაჯამებელი კომპლექსური დავალება თემაზე „ბუნების დიდი მესაფლავეები“ ჩატარდა. მეშვიდეკლასელებმა დავალების პროდუქტი პოსტერის სახით წარადგინეს, პრეზენტაციაზე გარემოსათვის მიკროორგანიზმების როლზე ისაუბრეს.
„ახალი სკოლის მოდელი ცოცხალი პროცესია, რომელშიც მონაწილეობენ ბავშვები, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები. მოდელი, პირველ რიგში, ორიენტირებულია მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე. სკოლაში მოსწავლემ ფუნდამენტური ცოდნა უნდა მიიღოს, მასალა სიღრმისეულად გაითავისოს, შეძლოს კრიტიკულად გაანალიზება, შემოქმედებითად გააზრება და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება.
მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიყენებს მოზარდი ცოდნას ცხოვრებაში, როგორ მოახერხებს ცოდნის ტრანსფერს.
ახალი სკოლის მოდელი ითვალისწინებს ისეთი კომპლექსური/პროექტული დავალებების შეთავაზებას, რომელშიც ყველა მოსწავლეს შეუძლია შესაძლებლობების გამოვლენა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის