სამტრედიის N4 სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის, ხათუნა ახობაძის შთამბეჭდავი გაკვეთილი - მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
14-04-2022

სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ, მოსწავლეები კი მათ შესრულებას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა, ხათუნა ახობაძემ, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, აქტიურად უპასუხა ახალ გამოწვევებს. მან ძალისხმევა და ცოდნა არ დაიშურა, რომ მოსწავლეებთან ერთად განეხორციელებინა საინტერესო და შინაარსიანი კომპლექსური გაკვეთილი, მე-8 კლასის მოსწავლეების წარმატებული ჩართულობით. მოსწავლეებმა შექმნეს რესურსები და წარმატებით გაართვეს თავი მასწავლებლის მიცემულ დავალებებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203