ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
14-04-2022
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და ამავდროულად, საინფორმაციო შეხვედრები ხშირად იმართება.

ამჯერად, NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ინიციატივითა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგთან, ჟანა ხაჩატურიანთან თანამშრომლობით, უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა, თეონა ზურაბაშვილმა, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. საუბარი შეეხო NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მექანიზმებსა და ასევე, დაახლოების ეტაპებს.

შეხვედრის დროს განხილული იყო ისეთი თემები, როგორებიცაა: NATO-ს დაარსება, მისი სადამფუძნებლო დოკუმენტი, ევროკავშირში განაცხადის შეტანის მნიშვნელობა და ეტაპები, რომლებიც უნდა გაიაროს ქვეყანამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ასევე, უფროსკლასელებს მიეწოდათ ინფორმაცია ERASMUS+ -ის გაცვლითი პროგრამების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. ინტელექტუალური თამაშით მოსწავლეებს მიეწოდათ საინფორმაციო მასალა და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203