ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე „ექიმისა“ და „პაციენტის“ როლები მოირგეს
14-04-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი მოსწავლეებს ხშირად პრაქტიკული სამუშაოებით გაჯერებულ გაკვეთილებს უტარებს. სიმულაციურ თამაშებში კი მოსწავლეები მუდამ ხალისით და ენთუზიაზმით ერთვებიან.
„გაკვეთილი, რომ საინტერესო და აქტიური იყოს, მეტი პრაქტიკული სამუშაოებით ხდება მისი დატვირთვა.. სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ხშირად მიმართავს ამ ხერხს.. საგაკვეთილო აქტივობა: სიმულაციური თამაშები; მოსწავლეებს დაურიგდათ ინსტრუქცია გაეცნენ სისხლდენის სახეებს და პირველადი დახმარების აღმოჩენის გზებს, როლებიც მშვენივრად გაინაწილეს და მოირგეს. მადლობა მერვე და მეექვსე კლასის მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის