
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალვას უდიდესი ყურადღება ექცევა. მოსწავლეები და მასწავლებლები საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სკოლაში ჩატარებული ღონისძიება, რომელიც 9 აპრილს მიეძღვნა.
სკოლის მოსწავლეებმა სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღეს პერფორმანსი მიუძღვნეს, 33 წლის წინ პარლამენტის შენობასთან ტრაგიკულად დაღუპულ გმირთა ხსოვნას კი სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, სანთლებით ხელში პატივი მიაგეს.
უფრო ვრცლად შთამბეჭდავი ღონისძიების შესახებ იხილეთ ბმულზე: