„ჩვენი სკოლის რეკლამა“ - ხულგუმოს საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი ჩატარდა
14-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-4 კლასში მე და საზოგადოების მასწავლებელ ანნა პეტროსიანის ხელმძღვანელობით ღია გაკვეთილი ჩატარდა, რომლის თემა - „ჩვენი სკოლის რეკლამა“ იყო.
მოსწავლეებმა ჯგუფებად პრეზენტაციები გააკეთეს, თუ როგორ სკოლაზე ოცნებობენ, როგორია თავიანთი მოფიქრებული იდეალური სკოლის მოდელი.
მეოთხეკლასელებმა რეკლამა გააკეთეს, რათა უფრო მეტი მოსწავლე მიიღონ. ასევე, წარმოაჩინეს: სკოლის დასახელება, სიმბოლო, ლოგო, სამკერდე ნიშანი და დევილი.
„თემამ „ჩვენი სკოლის რეკლამა“ მოსწავლეების ყურადღება ტიპურ, განვითარებულ და კარგ სკოლაში სწავლაზე მიიქცია. ეს ჩვენი მომავალი თაობის - პატარების დიდი ოცნებაა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს