კარბის საჯარო სკოლაში 9 აპრილს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა 
14-04-2022

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლაში 9 აპრილს მიძღვნილი საღამო გაიმართა. 

ღონისძიება ისტორიის მასწავლებელ დავით ინაურის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ გვანცა გბიმარაძის, მოქალაქეობის მასწავლებლის, ლალი მურაჩაშვილისა და ხელოვნების მასწავლებელ ნათია თევდორაშვილის ინიციატივით ჩატარდა. 

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს 1989 წლის 9 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერვე მოძიებული ინფორმაცია, წარმოთქვეს ლექსები, გააკეთეს კედლის გაზეთები, სიმბოლურად ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის დეკლარაციას და ამ ჟესტით პატივი მიაგეს გმირებს, რომლებმაც თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირეს თავი.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203