წერეთელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის ცხოვრებასა და შემოქმედებას კედლის გაზეთი მიუძღვნეს
14-04-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, XI კლასის მოსწავლეებმა დიდი ქართველი მოღვაწის, აკაკი წერეთლის შემოქმედების შესახებ შემეცნებითი აქტივობა განახორციელეს.
მეთერთმეტეკლასელებმა თანასკოლელებს ქართველი მოღვაწის შემოქმედებაზე საინტერესოდ მოუთხრეს და ასევე, კედლის გაზეთიც შექმნეს, რომელიც თვალსაჩინო ადგილზე გამოფინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის აქტივობა ძალიან საინტერესო იყო და თითოეული მათგანი დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის