
ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბუნებისმეტყველებას სახალისო აქტივობებით სწავლობენ. პედაგოგი დალი მარდალეიშვილი მათ მრავალფეროვან სასწავლო რესურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებას სთავაზობს. მოსწავლეები ხალისით ასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს.
მე-6ა და მე-6ბ კლასის მოსწავლეები პედაგოგმა მორიგ საინტერესო პრაქტიკულ სამუშაოში ჩართო, რომლის თემა გახლდათ - „პირველადი დახმარება სისხლდენის დროს“. მოსწავლეებმა „დაშავებულისა“ და „ნორჩი მედიკოსის“ როლები მოირგეს და სისხლდენის დროს პირველადი დახმარების აღმოჩენა ისწავლეს.
მოსწავლეები აქტივობაში შემართებით ჩაერთნენ. მათთვის აღნიშნული პრაქტიკული სამუშაო განსაკუთრებით საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: