აჭყვას საჯარო სკოლაში სახვითი ხელოვნების კონკურსის პირველი ტური გაიმართა
14-04-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - „ზოგადი და პროფესიული განათლება“ ქვეპროგრამის - „კონკურსები და ოლიმპიადები“ საფუძველზე, სახვითი ხელოვნების კონკურსის პირველი ტური გაიმართა.

მოსწავლეებმა კონკურსისთვის მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მოსწავლეთა ნამუშევრები მართლაც შთამბეჭდავი სანახავია. 

„ვუსურვებთ ახალგაზრდა მხატვრებს გამარჯვებასა და წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203