ილემის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
14-04-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო სპორტული აქტივობები ხშირად იმართება, რომლებშიც ბავშვები მუდამ ხალისით მონაწილეობენ.
ამჯერად, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის „მხიარული სტარტების“, ამხანაგური შეხვედრა ჩატარდა.
ბავშვები სპორტულ შეჯიბრში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას მუდამ დიდი ყურადღება ექცევა და ყველასთვის პრიორიტეტულ საკითხთა შორის არის.