
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგ ანა ლაჭყეპიანის ხელმძღვანელობით, ცნობილი მეიგავის, ივანე კრილოვის იგავ-არაკი - „დათვის წვეულება“ „გააცოცხლეს“.
დიორამების გამოყენებით მოსწავლეებმა ტექსტი უკეთ გაიგეს და გაიაზრეს, დაიმახსოვრეს დეტალები და გაიაქტიურეს შემოქმედებითი უნარი.
აღსანიშნავია, რომ ტვიშის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი, მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი, პედაგოგები და მოსწავლეები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ ბავშვებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ.
იხილეთ ფოტოები: