თბილისის N108 საჯარო სკოლაში სპორტულ-ინტელექტუალური ვიქტორინა გაიმართა
14-04-2022
თბილისის N108 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი აქტივობები ხშირად ტარდება, რომლებშიც ბავშვები მუდამ ხალისით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მე-6 და მე-7 კლასებში საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და სპორტის კათედრის ორგანიზებით სპორტულ-ინტელექტუალური ვიქტორინა ჩატარდა.
მოსწავლეებმა საგნობრივ ცოდნასთან ერთად სპორტული უნარები გამოავლინეს და შესაბამისი სიგელის -„მოაზროვნეები“ და „სპორტულები“ მფლობელები გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგები: თეა ხმალაძე, ბელა გზირიშვილი, მარინა ჭიკაძე, ფიქრია ჯაბანიშვილი და გია ქისიშვილი გახლავთ.