ლელიანის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
13-04-2022

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას ღონისძიება მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, თავიანთი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირეს, დახატეს, ნახეს ვიდეომასალა და სიმღერის კლიპი. დაღუპულთა ხსოვნას კი წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203