მშვიდობაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მნიშვნელოვან თარიღებს ღონისძიებები მიუძღვნეს
13-04-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს და დაღუპულებს პატივი მიაგეს.

გარდა ამისა, სკოლაში აქტივობა დედებსაც მიუძღვნეს. მოსწავლეებმა ქალ პედაგოგებს ყვავილები მიართვეს და გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს.

„ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეებმა ქალ პედაგოგებს მიართვეს ყვავილები და საკუთარი ხელით დამზადებული ბარათები.
ასევე, ღონისძიება მიეძღვნა ერთ-ერთ ტრაგიკულ თარიღს საქართველოს ისტორიაში. 9 აპრილი „დღე ტკივილისა და დღე გამარჯვებისა“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203