ბავრის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ყველა მნიშვნელოვან მოვლენას კედლის გაზეთით ეხმიანებიან
13-04-2022
ახალაქალაქის მუნციპალიტეტის ბავრის საჯარო სკოლაში მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებში შემქომედებითი უნარების განვითარებას. პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ქართული ენისა და ლიტერატურის სრულყოფილად დაუფლება. 

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბავრის საჯარო არაქართული საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ჯული ველელი შირინოანი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ და შეიყვარონ ქართული ენა. პედაგოგი ყოველთვის ცდილობს, ყველა მნიშვნელოვანი თარიღი თუ მოვლენა აღნიშნოს და მოსწავლეებთან ერთად დაამზადოს კედლის გაზეთი, სადაც ქართულ ენაზე თემატურად არის მოცემული ინფორმაცია ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებისთვის, როგორც ცოდნის გაღრმავებას, ისე შემოქმედებითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, დადებით აისახება მათ მოტივაციაზეც. 

გთავაზობთ, მოსწავლეების მიერ დამზადებულ კედლის გაზეთებს:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203