მულახის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში ვიქტორინა გაიმართა
13-04-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, 12 აპრილს, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ჯანა მერლანის ინიცირებით ვიქტორინა გაიმართა. 

ერთმანეთს საშუალო და საბაზო საფეხურის სამი გუნდი შეეჯიბრა და გამარჯვებულიც გამოვლინდა.

ასევე, გამარჯვებულები გამოვლინდა კვირეულის ფარგლებში გამართულ კალიგრაფიის კონკურსში, რომლებიც დედაენის დღეს, 14 აპრილს დასკვნით ღონისძიებაზე სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან. 

„მადლობას ვუხდით ჯანა მასწავლებელს მოსწავლეების მოტივირებისა და კვირეულის პროექტის ინიცირებისათვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203