წინწყაროს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები საქართველოს პარლამენტში ღონისძიებას დაესწრნენ
13-04-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წინწყაროს საჯარო სკოლა მუდმივად ცდილობს, მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემო მრავალფეროვანი და საინტერესო იყოს. მოსწავლეები მონაწილეობენ სხვადასხვა ტიპის პროექტებში, ესწრებიან ღონისძიებებს და აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალურ განათლებაში.
სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად პედაგოგმა ლია ჯაყელმა მოსწავლეები საქართველოს საკანონმდელო ორგანოში გამართულ ღონისძიებაზე წაიყვანა, სადაც სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები შეხვდნენ პარლამენტარებს.
„წინწყაროს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები: მალხაზ ლომინაძე და ქრისტინა ღორჯომელაძე, პედაგოგ ლია ჯაყელთან ერთად მიწვეული იყვნენ საქართველოს პარლამენტში ღონისძიებაზე - „საპარლამენტო თავგადასავალი“. ისინი შეხვდნენ პარლამენტარებს და ისაუბრეს სხვადასხვა თემებზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის